GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ფრანგი ჟურნალისტები რუსთავის იუსტიციის სახლს სტუმრობდნენ
20:27 11.04.2012
დღის სიახლეები

რუსთავის იუსტიციის სახლს ფრანგი ჟურნალისტები ესტუმრნენ. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაძემ, მათ იუსტიციის სახლის კონცეფცია გააცნო და თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დაათვალიერებინა.

სტუმრებს საშუალება მიეცათ, გაცნობოდნენ ისუტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკას, სერვისების პროცედურებს, იუსტიციის მინისტრის მოადგილისა და იუსტიციის სახლის მენეჯერისათვის დაესვათ მათთვის საინტერსო ყველა კითხვა და მათგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ. ცნობილი ჟურნალების და გაზეთების - „გარდიანის“, „ნიუ იორკ თაიმსის“, „დეილი ბესტის“, „ნიუ რეპაბლიკის“ პუბლიცისტებმა იუსტიციის სახლის ინტერიერი დაათვალიერს და მოქალაქეთა მომსახურების პროცესსაც დაესწრნენ.

ფრანგი პუბლიცისტები და ბლოგერები საქართველოში იმ რეფორმების შესწავლის მიზინით იმყოფებიან, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლებში გატარდა. ვიზიტის ფარგლებში ისინი უკვე შეხვდნენ პრეიზდენტის მრჩეველს, რაფაელ გლუკსმანს, შს მინისტრის მოადგილეს ეკა ზღულაძეს, საგარო საქმეთა მინისტრის მოადგილეს თორნიკე გორდაძეს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. დაათვალიერეს საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ქალაქი მცხეთა, ოკუპაციის მუზეუმი, შს სამინიტროს მომსახურების სააგენტო და რუსთავის იუსტიციის სახლი.

იუსტიციის სახლი სერვისების მიწოდების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გარდა, სხვა უწყებების სერვისებსაც აერთიანებს და მოქალაქეს გამარტივებულად და კომფორტულად სთავაზობს.


2011 წლის 26 მაისს ბათუმში პირველი იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ, იუსტიციის სახლები ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურა. მოქალაქეების დაახლოებით 90%-ს რიგში დგომა 5 წუთზე ნაკლები უწევს, ლოდინის საშუალო ხანგრძლივობა კი 45 წამიდან წუთნახევრამდე მერყეობს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მურატ ჯიოევი: სამხრეთ ოსეთის პასპორტების ცნობა საქართველოს მხრიდან ჰუმანიტარული ტყუილია1
რკინიგზის დეპარტამენტში ადმინისტრაციასთან შეხვედრა მიმდინარეობს2
კოდორის ხეობაში რუსი ოკუპანტები უკონტაქტო ნაღმმძებნ - „Коршун“-ს ცდიან3
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით შტეფან ფულე და ჰელგა შმიდი ჩამოვლენ4
შსს: ნიკოლოზ ჯანჯღავა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X