ხაბაროვსკის
მხარეში დათვების შემოსევაა.
80 წლის ქალი,
რომელიც სოკოს მოსაკრეფად იყო, დედალი დათვის მსხვერპლი გახდა.
ის მეზობლებთან
ერთად შევიდა ტყეში, რომლებმაც დათვის ღრიალისა და განწირული ხმის გაგონებაზე
ტრაგედიის ადგილზე მიახლოება ვერ გაბედეს და მაშველების მოსაყვანად გაიქცნენ.
თუმცა შველა დაგვიანებული იყო, ქალი უკვე ნაკუწებად იყო დაფლეთილი.
როგორც მონადირეებმა გაარკვიეს, მსხვერპლს დედალი დათვი და მისი ორი ბელი დაესხნენ
ზოგადად კი, როგორც ამბობენ, სოფელ ოზერპახის მცხოვრებლები, სადაც დათვები
პირდაპირ სახლებში შედიან ღამით და შინაურ ცხოველებს ჭამენ. იყო შემთვევები, როცა
გარეული ცხოველები გზაზე მანქანებს დაესხნენ თავს.
რაიონის ადმინისტრაცია ახლა მხარის ხელმძღვანელობის
ნებართვას ელოდება, რომ დათვების მოკვლის უფლება მიიღონ.
Internet.ge