ინდოეთში 12 წლის ანილ ბარელამ, მდინარესთან
თამაშისას ცოცხალი თევზი გადაყლაპა.
ბავშვს მანამდეც გაუკეთებია ეს, თუმცა მის ამ
ჩვევას პრობლემები არასოდეს მოჰყოლია.
თუმცა ამჯერად, თევზი, კუჭის ნაცვლად ფილტვებში
მოხვდა. მისი მუდმივი მოძრაობის გამო კი ანილს სუნთქვის პრობლემები დაეწყო,
დაუვარდა სისხლში ჟანგბადის დონეც, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც
რენტგენის აპარატით თევზის ადგილსამყოფელი დაადგინეს.
შედეგად, ბავშვს საკმაოდ რთული, 45-წუთიანი
ოპერაცია გაუკეთეს.
ანილის ფილტვებიდან ამოყვანილი თევზი, აღმოჩნდა,
რომ კვლავ ცოცხალი იყო. ექიმმა განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევა მის 20-წლიან
პრაქტიკაში, პირველია.
Internet.ge