საქართველოში, დღეს, გამთენიისას მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგებს რაიმე ზარალი და
ნგრევა არ მოჰყოლია.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დმანისიდან დასავლეთით, 20 კილომეტრში, სოფელი სოღუთლოში იყო.
მათივე
ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.
Internet.ge