პრეზიდენტმა შაორის ტბასთან ტურისტული კომპლექსის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი (VIDEO)
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი სოფელ ძიმითის მოსახლეობას შეხვდა და მას სიტყვით მიმართა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ადგილობრივებს იმ პრობლემების მოგვარება აღუთქვა, რომელიც სოფელში ჯერ კიდევ გადაუჭრელია.
მიხეილ
სააკაშვილმა საყოველთაო დაზღვევის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ყურადღება ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე გაამახვილა. პარტიის თავმჯდომარე სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების საკითხსაც შეეხო და მათ შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფას დაპირდა. მისი თქმით, სოფელში შემოვა ბუნებრივი გაზიც და გზის პრობლემაც მალე აღმოიფხვრება.
დღესვე
პრეზიდენტმა შაორის ტბასთან კომპლექსის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
„რაჭაში
ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვძირკვოთ სიღარიბე, უმუშევრობა და გაჭირვება, რადგან
აქ არის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, მშრომელი და ძალიან მაგარი ხალხი. ბოლო 8 წლის
განმავლობაში არ ყოფილა ერთი დღე, როცა ჩვენ ყველას ერთად არ გვიფიქრია, იმაზე თუ
როგორ გადაგველახა სიღარიბე. ვიღაცეები მოდიან არჩევნებისთვის, ვიღაცეები სხვა თემებისთვის,
მაგრამ თითოეულ ოჯახში სარგებლის შესვლა ეს ჩვენი ნაციონალური იდეაა. ეს არ
ნიშნავს, რომ მარტო ჩვენი პარტიის იდეაა, არამედ ეს უნდა ეკუთვნოდეს ყველას“,-
განაცხადა სააკაშვილმა
ქვეყნის
პირველი პირის თქმით, ქვეყანა წინსვლას გააგრძელებს. „დასანგრევი და ასარევი
ქვეყნა ჩვენ არ გვაქვს. ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდზე და არ მივცეთ მტერს იმის
საშუალება, რომ ჩვენი შიდა განსხვავებები გამოიყენოს“,- დასძინა პრეზიდენტმა.
Internet.ge