საქართველოს
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა
გლდანის
#8 სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში
მსჯავრდებული
თამაზ თამაზაშვილი მოინახულეს.
როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პატიმრის ინფორმაციით, დღეს მასთან საკანში არავინ შესულა და მის მიმართ გავრცელებული ბრალდების არსის შესახებ, შუადღით, რადიოს მეშვეობით შეიტყო. პატიმარი უარყოფს მის მიმართ რაიმე სახის ზეწოლის ან სხვა ძალადობრივი ქმედების განხორციელებას.
სახალხო
დამცველის
წარმომადგენლები
რეგულარულად
მოინახულებენ
მსჯავრდებულ
თამაზ თამაზაშვილს.
internet.ge