საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, სასჯელაღსრულების სისტემა
მთლიანად შეიცვლება და რამდენიმე დღეში სამინისტრო ისე იმუშავებს, რომ მას ვეღარავინ
იცნობს.
როგორც დღეს გამართულ საგანგებო თათბირზე პრეზიდენტმა განაცხადა,
ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი ასევე ციხეებში ავადმყოფობის მაღალი დონის
არსებობაა, რაც სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს.
„დაუშვებლად მაღალია ავადმყოფობის დონე ციხეებში და ამასაც აუცილებლად
უნდა მივხედოთ. ამ საკითხს სერიოზული ფულის დახარჯვა უნდა და ეს უნდა გავაკეთოთ.
ყველაფერი უნდა შეიცვალოს, რამდენიმე დღეში ეს სისტემა ისე უნდა მუშაობდეს, რომ ვეღარავინ
იცნოს“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, ასევე აუცილებელია, ციხეების
განტვირთვის მიზნით, პრობაციის სისტემა გაფართოვდეს.
internet.ge