ფრანგულმა გამოცემამ ანტიმუსულმანური ფილმით გამოწვეულ პროტესტს მუჰამედის კარიკატურა მიუძღვნა
სკანდალური ფოეტოები
გამოაქვეყნა დღეს დილით საფრანგეთში გამოსულმა სატირულმა ჟურნალმა “Charlie
Hebdo” დაბეჭდა კარიკატურები, რომლებიც ანტიმუსულმანური ფილმით გამოწვეული პროტესტსა
და აგრესიას ეძღვნება.
ჟურნალის ყდაზე დაბეჭდილია კარიკატურა სახელწოდებით „ხელშეუხებელნი
2“, რომელიც ინვალიდ-არისტოკრატსა და მის შავკანიან თანაშემწეზე იმავე
სახელწოდების ფილმის პაროდიაა, სადაც წინაწარმეტყველი მუჰამედი ინვალიდის ეტლში
ზის, რომელიც იუდეველს მიჰყავს. თავად ჟურნალში კი მუჰამედი, საერთოდაც შიშველია
გამოსახული.
გამოცემის მთავარი რედაქტორის სტეფან შარბონიეს თქმით, კარიკატურები
არ არის იმაზე მეტად პროვოკაციული, რასაც საერთოდ, ჟურნალი აქვეყნებს ხოლმე.
„პრესის თავისუფლება რა პროვოკაციაა?“ - კითხულობს ის.
კარიკატურების გამოქვეყნების შემდეგ
საფრანგეთის ხელისუფლებამ უცხოეთში თავისი საელჩოების დაცვა უკვე
გააძლიერა. განცხადება თავად ქვეყნის საგარეო ასქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა
გააკეთა.
„რა თქმა უნდა, მე გამოვეცი განკარგულება, რომლის თანახმადაც
უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები უნდა იქნას მიღებული ჩვენს საელჩოებში იმ
ქვეყნებში, სადაც შეიძლება პრობლემები წარმოიქმნას,“ - განმარტა მან.
ჟურნალის სკანდალური ნომერი დღეს დილით დაიდო საგაზეთო ჯიხურების დახლებზე
და რამდენიმე საათში მთელი ტირაჟი გაიყიდა.
Internet.ge