„მე სრულად ვიზიარებ იმ ახალგაზრდების პრეტენზიებს, რაც არხის მიმართ
გამოითქვა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია მსგავსი სახის ფაქტებზე მეტი
ინფორმაცია მიაწოდოს მაყურებელს. იყოს პირდაპირი ტრანსლირება, თოქშოუები და სხვ.
დღეს ეს არ კეთდება. ამიტომ პროტესტიც ლეგიტიმურია“,- განაცხადა გადაცემა „აქცენტების“ წამყვანმა ეკა კვესიტაძემ "ინტერნეტ.ჯი"-სთან საუბარში.
გარადა ამისა ჟურნალისტი აცხადებს, რომ მაუწყებელმა სასწრაფოდ უნდა
დაიწყოს პატიმართა წამებაზე ჟურნალისტური გამოძიება.
„საზოგადოებრივ მაუწყებელს ძალიან დიდი რესურსი აქვს გამოუყენებელი.
კარგი იქნება არხზე ჟურნალისტური გამოძიების ბიურო არსებობდეს“,- დასძინა
კვესიტაძემ.
„ინტერნეტ.ჯი“-ს შეკითხვაზე, გამოიძიებს თუ არა კვესიტაძე #8 საპყრობილეში
მომხრად ძალადობას, ჟურნალისტი ამბობს, რომ პირადად მას ამის საშუალება არ აქვს.
„მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს გადაცემაზე, რაც შეეხება გამოძიებას, ეს
ჩემი პრეროგატივა არ არის. არხმა უნდა გადადგას ეს ნაბიჯი. პირველ ჯერზე უცხოელი
პროფესიონალების დახმარება გახდება საჭირო“,- განმარტა „აქცენტების“ წამყვანმა.
Internet.ge