კუნძულოვანი სახელწიფოს კარიბატის პოლიციის ცნობით, მეთევზე, რომელიც 15
კვირის განმავლობაში ოკეანიდან გასვლას ვერ ახერხებდა, სიკვდილისგან ზვიგენმა
იხსნა.
მაისის ბოლოს ტოაკაი ტეიტოი, სიძესთან ერთად ერთი კუნძულიდან მეორეზე გადასვლას
შეეცადა. გზაში ჩაეძინა, ხოლო როცა გაიღვიძა, მიხვდა, რომ შუაგულ ოკეანეში იყო.
მასან ერთად მყოფი სიძე ივლისის პირველ რიცხვებშივე დაიღუპა, რომელიც
მეთევზემ ოკეანეშივე დაკრძალა. მალე კი წვიმები დაიწყო, რის წყალობითაც მამაკაცმა
19 ლიტრი სასმელი წყლის მომარაგება შეძლო.
„ორი გამოსავალი მქონდა: ან მიპოვნიდნენ,
ან სიძეს მივყვებოდი უკან“ - ამბობს მეთევზე.
ერთხელაც ის ნავზე ძლიერმა დარტყმებმა გააღვიძა. აღმოჩნდა, რომ ეს გიგანტური
ზვიგენი იყო, რომელიც მის ნავს გარს უვლიდა.
სწორედ ამ დროს დაინახა კიდეც გემი, რომელსაც ხელი დაუქნია. ხომალდმა ის ბორტზე
აიყვანა.
მეთევზე ამბობს, რომ ზვიგენმა მას დიდი სამსახური გაუწია. ის რომ არ გამოჩენილიყო,
გემზე, შესაძლოა ეფიქრათ, რომ არაფერიც არ ხდებოდა და ნავი თავისი სურვილით
მიცურავდა, ამიტომაც საკმაოდ დიდი მანძილის გავლა მეთევზის საშველად, შესაძლოა,
საჭიროდ არ ჩაეთვალათ, როგორც ეს ერთ შემთხვევაში მოხდა: მას მანამდე კიდევ ერთმა
გემმა ჩაუარა, თუმცა მეთევზის ხელების ქნევას ყურადღება არ მიაქცია და ცურვა
განაგრძო.
internet.ge