ტიშა ხელების
გარეშე - ასეა ცნობილი ეს გოგონა ინტერნეტმომხმარებლებისათის, რომელთა შორისაც
რამდენიმე ვიდეოს წყალობით ის ძალზედ პოპულარული გახდა.
ტიშა ხელების
გარეშე დაიბადა, თუმცა ის ახლა ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლისმოყვარე და ხალისიანი
ადამიანია, იმიტომ, რომ პრაქტიკულად, ყველაფრის კეთება შუძლია, ისე, როგორც
სრულფასოვან ადამიანს - ჩხირებით ჭამიდან დაწყებული, მაკიაჟის გაკეთებით
დამთავრებული.
გოგონას
მარჯვენა ფეხიც გამრუდებული და მარცხენაზე მოკლე აქვს. ექიმები მის ამპუტირებას
აპირებდნენ, თუმცა დედამ მათ ამის უფლება არ მისცა. სწორედ ამ ფეხმა მისცა გოგონას საშუალება, სხვების დახმარების გარეშე
მოახერხოს ცხოვრება.
ვიდეოში ჩანს,
როგორ იკეთებს მაკიაჟს, მიირთმევს სუშის.
ამბობს, რომ
ყველაზე მეტად ჩაცმა უძნელდება, თუმცა აქვს თავისი ეშმაკობები, რომლითაც ამას
ახერხებს. მართავს მანქანასაც, - მართალია, ის ადაპტირებულია და ხმოვან
ბრძანებებზე რეაგირებს.
აქვს
სამსახურიც - ის ერთ-ერთ დაწესებულებაში დიზაინერად და მხატვრად მუშაობს.
„მე
დამოუკიდებლად ვცხოვრობ და ყველაფერს თავად ვაკეთებ. არ ვაპირებ სახლში ვიჯდე და
არაფერი ვაკეთო“ - ამბობს ყველაზე გოგონა, რომელსაც ინტერნეტში ყველაზე
სიცოცლისმოყვარე და ხალისიანი ადამიანი უწოდეს.
Internet.ge