აშშ-ში შოკისმომგვრელი პაპირუსი გამოაქვეყნეს, რომელშიც ნახსენებია, რომ იესოს ცოლი ჰყავდა
სენსაციური პაპირუსი საზოგადოებას ჰარვარდის უნივერსიტეტის თეოლოგიის სკოლის
პროფესორმა კერინ კინგმა წარუდგინა.
საუბარია უძველესი კოპტური პაპირუსის ნაწილზე, რომელზეც ადრექრისტიანული ფსალმუნებიდან
8 სტრიქონია შემორჩენილი.
„იესომ უთხრა მათ: „ჩემი ცოლი“ და „მას შეეძლება გახდეს ჩემი მოწაფე“ - ასე ჟღერს
ტექსტის ინგლისურად თარგმნილი ვარიანტი.
კოპტებმა
(ეგვიპტელმა ქრისტიანებმა) პაპირუსებზე არაერთი ადრეული ქრისტიანული ტექსტი
დაწერეს.
ამ სენსაციური ფრაგმენტის წარმომავლობა და მისი მეპატრონის ვინაობა ჯერჯერობით არ
ხმაურდება.
New York Times წერს, რომ ექსპერტები, პირველი შეფასებებისას სულაც არ
გამორიცხავენ, რომ ეს დოკუმენტი ნამდვილი იყოს და თუ ეს ასეა, საზოგადოებაში კვლავ
დაიწყება იესოსა და მარიამ მაგდალინელის ურთიერთობის აქტიური განხილვა.
internet.ge