სახალხო დამცველის აპარატმა გავრცელებულ
ვიდეომასალებში ნაწამები პატიმრების იდენტიფიცირების პროცესი დაიწყო.
ასევე,
ომბუცმენი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არაგეგმიურ
საგანგებო მონიტორინგს ახორციელებს.
სახალხო დამცველის წარმომადგენლის, ნათია
იმნაძის განცხადებით, საპატიმროებში ორი დღის განმავლობაში გათიშული იყო
ტელეფონები და პატიმრებს არ ჰქონდათ ტელევიზორების ყურების საშუალება, თუმცა ამ
დროისთვის, ყველა პრობლემა მოგვარებულია.
internet.ge