GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურნენ
13:28 20.09.2012
დღის სიახლეები

არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული ზომები არ არის საკმარისი და პროპორციული რეაგირება უნდა მოხდეს ადამიანის უფლებების დარღვევის იმ შემზარავ და სისტემურ ფაქტებზე, რომლის თვითმხილველიც  საზოგადოება ბოლო დღეების განმავლობაში გახდა.

„ჯერ კიდევ არ დამდგარა იმ მაღალი თანამდებობის პირთა პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელთა სახელებიც უშუალოდ უკავშირდება პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დარღვევის მასიურ შემთხვევებს. აღნიშნულ საკითხებზე ყურადღება არ გაუმახვილებია არც საქართველოს პრეზიდენტს. ასევე, გამოძიება არ დაინტერესებულა იმ თანამდებობის პირების ბრალეულობის საკითხით, რომლებიც თავად იყვნენ ჩართული არაადამიანური მოპყრობის ფაქტებში ან გულგრილად ეკიდებოდნენ დაკისრებულ პასუხისმგელობას და რეაგირების გარეშე ტოვებდნენ არსებულ შემზარავ შემთხვევებს. უფრო მეტიც, პრეზიდენტის განცხადების თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებების დროებითი ზედამხედველობა ფორმალურად დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის ხელმძღვანელის სახელი უშუალოდ უკავშირდებოდა პენიტენციურ სისტემაში არაადამიანური მოპყრობის მეთოდების დამკვიდრებას და ადამიანის უფლებების უხეშ და მასიურ დარღვევებს. აღნიშნული დასტურდება სახალხო დამცველის ანგარიშებით“,- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

არასამთავრობოები მოითხოვენ ხელისუფლება სრული პასუხისმგებლობით მოეკიდოს არსებულ ვითარებას და გაატაროს ადექვატური და პროპორციული ზომები.

„აუცილებელია დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის, იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რათა მათ არ მოახდინონ გავლენა გამოძიების მიმდინარეობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლების მიერ განხორციელებულ გამოძიება ვერ ისარგებლებს საზოგადოების ნდობით.

ამას გარდა, კვლავაც მოვითხოვთ:   გამოძიება დაინტერესდეს დაკავებულ პირთა გარდა სხვა თანამდებობის პირების, მათ შორის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა მინისტრის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის  ბრალეულობის საკითხით, რადგან, შეუძლებელია, ამგვარი სისტემური ხასიათის დანაშაულის არსებობის პირობებში, ეს ფაქტები მათთვის ცნობილი არ ყოფილიყო; უზრუნველყოფილ იქნეს იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება და დაცვა, რომლებმაც გამოააშკარავეს წამების ფაქტები და მისი ამსახველი ვიდეო მასალა გახადეს საჯარო; ჩატარდეს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება არასათანადო მოპყრობის ყველა სხვა ფაქტზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში. ამასთან, გამოძიება უნდა წარიმართოს ანგარიშვალდებულებისა და საჯაროობის პირობებში, რათა უზრუნველყოფილ იქნას საზოგადოების ნდობა; უზუნველყოფილ იქნას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის ალტერნატიული მექანიზმების დაშვება“,- აცხადებენ არასამთავრობოები.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გაზიანი სასმელი მეტაბოლიზმს რადიკალურად ცვლის1
23 გოგონამ, რომელსაც ყველაზე საშინელ ქალს უწოდებენ, თავის ცხოვრებაზე წიგნი დაწერა2
მიმდინარე წლის ყველაზე პოპულარული და უცნაური სახელები გამოქვეყნდა3
პუტინი სტალინურ მოდერნიზაციას იწყებს4
გრიგოლ ვაშაძე არგენტინელ კოლეგას შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X