ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შესვლის თაობაზე. სახალხო დამცველის ინფორმაციით კი, დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმი არ შესულა და დაწესებულებაში სიმშვიდეა.
„მთელი დღის განმავლობაში ცალკეული მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ძალიან ბევრი გადაუმოწმებელი და შემაშფოთებელი ინფორმაცია სასჯელაღსრულების
სხვადასხვა
დაწესებულებებში
დესტაბილიზაციის,
გარდაცვლილი
და ნაცემი პატიმრების შესახებ. სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სად-ის დაწესებულებების
მონიტორინგს.
ამჟამად ყველა დაწესებულებაში მშვიდი ვითარებაა“,-
ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო
დამცველის
პრევენციის
ეროვნული მექანიზმი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან,
რამაც შეიძლება გამოიწვიოს არეულობა რომელიმე დაწესებულებაში და პირველ რიგში ზიანი მიაყენოს პატიმრების ინტერესებს.
„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თუ გაქვთ კონკრეტული ინფორმაცია კონკრეტული პატიმრის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, ან სხვა სახის უფლებადარღვევის
თაობაზე, დაგვიკავშირდით სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე: 223 44
99, ან მობრძანდით სახალხო დამცველის აპარატში მისამართზე: თბილისი, ნინო რამიშვილის 6. ასევე შეგიძლიათ მიმართოთ სახალხო დამცველის აპარატის რეგიონულ ოფისებს: ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, მარნეულში, გორსა და ახალქალაქში“,-
აცხადებენ ომბუცმენის აპარატში.
internet.ge