აქციის მონაწილეებს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში შეჭრა წინასწარ განზრახული ჰქონდათ
ფილარმონიასთან შეკრებილმა მომიტინგეებმა პროტესტის ნიშნად მიუზიკლ
„ვერის უბნის მელოდიებში“ მონაწილე მსახიობებსა და სპექტაკლზე მისულ მაყურებელს ე.წ
„სირცხვილის კორიდორი“ მოუწყვეს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს კორესპოდენტისთვის გახდა ცნობილი, აქციის
მონაწილეებმა სპექტაკლის ჩაშლის სცენარი წინასწარ შეიმუშავეს. რამოდენიმე მათგანმა
საკონცერტო დარბაზში შეღწევა წინასწარ შეძენილი ბილეთის საშუალებით შეძლო.
ცოცხები კი, რომელიც სოლიდარობის აქციაში მონაწილეებმა გამოიყენეს,
გარედან მიაწოდეს.
ამ დროისთვის ინცინდენტი ამოწურულია.
მომხდარ ფაქტზე კომენტარი მსახიობმა ბუბა კიკაბიძემ გააკეთა და
აღნიშნა, რომ პროტესტს უერთდება, თუმცა მისთვის გამოხატვის ასეთი ფორმა
მიუღებელია.
„ორი დღეა არ მძინავს, შემაძრწუნებელია ეს ყველაფერი, მაგრამ
პროტესტსაც თავისი ფორმა აქვს“,- აღნიშნა კიკაბიძემ.
რაც შეეხება ნიკოლოზ რაჭველს, მისი განცხადებით, სპექტაკლის
შემოქმედებითმა ჯგუფმა პატიმრებს სოლიდარობა სწორედ თავიათი ნამუშევრით
გამოუცხადეს.
„ჩვენ ვთვლით, რომ პროტესტი საქმით უნდა გამოვხატოთ, ბოლომდე ვუერთდებით
ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას, თუმცა ვთვლით, რომ პროტესტი შეურაცხყოფაში
არ უნდა გადადიოდეს. აქ არიან მშობლები პატარა ბავშვებთან ერთად, აქციის მონაწილეებს
ერჩივნათ, რომ ეს ბავშვები სახლში დარჩენილიყვნენ და იმ საშინელი კადებისთვის
ეყურებინათ, რომელიც ტელევიზიით ტრიალებს?“,- განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.
Internet.ge