გიორგი ტუღუში მედიასაშუალებებს პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის ჩვენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი გიორგი
ტუღუში გლდანის მე-8 საპყრობილეში იმყოფებოდა, სადაც პატიმრებს შეხვდა და მათ
გაესაუბრა.
პატიმრებთან
შეხვედრის შემდეგ ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბრისას, ყველა მედიასაშუალებას
მოუწოდა, პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის ჩვენება შეწყვიტონ.
მინისტრის
თქმით, აღნიშნული ინფორმაციის ტრიალი ართულებს ვითარებას. „ახლა
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ადამიანების ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, ეს ყველაფერი დაწყებულია და გთხოვთ, ნუ მივაყენებთ ტრავმას პატიმართა ახლობლებს“,- განაცხადა ტუღუშმა.
internet.ge