GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვანო მერაბიშვილი აჭარელ ფერმერებს შეხვდა
13:07 22.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აჭარაში იმყოფება, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, ლევან ვარშალომიძესთან ერთად, ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელ ქარხანაში ციტრუსის მოყვანით დაკავებულ ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა „საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომპანიის" საქმიანობის შესახებ, რომლის მიზანიც არის დაეხმაროს ქართველ ფერმერებს ჭარბი მოსავლის საზღვარგარეთ გატანაში.

პრემიერის განცხადებით, ფერმერების სურვილის შემთხვევაში, აღნიშნული კომპანია ჩაიბარებს ჭარბ პროდუქციას და უზრუნველყოფს მის სხვა ქვეყნებში ტრანსპორტირებას, საბაჟო პროცედურების გავლას და რეალიზაციამდე საწყობებში განთავსებას.

ვანო მერაბიშვილმა აგრეთვე ისაუბრა იმ კონკრეტულ პრობლემებზე, რაც ციტრუსების მოყვანით დაკავებულ ფერმერებს აწუხებთ, კონკრეტულად კი ციტრუსების შენახვის და რეალიზაციის მოკლე ვადებზე. მისი განცხადებით, სადემონსტრაციო ნაკვეთებზე უკვე მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოტანილი 7 სახეობის ციტრუსების გამოცდა. აღნიშნულმა ჯიშებმა უნდა უზრუნველყოს მანდარინის მოსავლის მიღების პერიოდის რამდენიმე თვეზე გადანაწილება და მოსავლის გაორმაგება.

მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრი და ლევან ვარშალომიძე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში ნაკაშიძეების ოჯახს ეწვია და 3000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული მანდარინის ბაღი დაათვალიერა. ოჯახის უფროსთან, მემედ ნაკაშიძესთან საუბრის დროს, ვანო მერაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა მანდარინის ამჟამად გავრცელებული ჯიშების თანამედროვე სახეობებით ჩანაცვლების მნიშვნელობაზე, რაც მკვეთრად გაზრდის მოსავლის რაოდენობას.

 internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
იულია ტიმოშენკომ შიმშილობა დაიწყო1
პრობაციონერებს, რომელთაც განსაკუთრებული კონტროლი არ სჭირდებათ პირობითი მსჯავრი მოეხსნებათ2
მოსკოვში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გელა ქარდავა დააკავეს3
გამვლელი, რომელიც ადამიანის მოკვეთილ კიდურს გადააწყდა, შოკიდან ძლივს გამოიყვანეს4
ვანო მერაბიშვილი აჭარელ ფერმერებს შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X