ქართული პენ-ცენტრი ძალადობას წინააღმდეგ მიმართულ აქციას უერთდება, ამის შესახებ რატი ამაღლობელმა ფილარმონიასთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, პენ-ცეტრი მოუწოდებს
საზოგადოებას აქციებს შეუერთდნენ.
ამაღლობელის შეფასებით, საჭიროა აქციებმა პერმანენტული ხასიათი მიიღოს
და მასში მონაწილეობა საზოგადოებისათვის ცნობილმა ადამიანებმა მიიღონ.
ამ წუთებში ფილარმონიასთან მოქალაქეები იკრიბებიან, მათ შორის
არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.
internet.ge