გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმრები დღეს, სასულიერო პირებმა
მოინახულეს.
სასულიერო პირები მსჯავრდებულებს პირადად გაესაუბრნენ. მამაოების განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში პატიმრებს კარგად
ექცევიან.
პატიმართა მშობლები და ოჯახის წევრები კი, ისევ სასჯელაღსრულების
დაწესებულებასთან რჩებიან. ისინი მსჯავრდებულებთან შეხვედრას ელოდებიან. როგორც
ციხის ადმინისტრაცია აცხადებს, საპყრობილეში შეშვება 24-საათიან რეჟიმში
მიმდინარეობს.
internet.ge