GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მართვის მოწმობის აღების მსურველთა რაოდენობა იზრდება
16:39 12.04.2012
დღის სიახლეები

შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრმა, 2 ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კვლევები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ავტო-საგზაო მიმართულებით და სტატისტიკური მონაცემები მართვის მოწმობათა გაცემის შესახებ ჩატარდა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სტატისტიკური კვლევის შედეგები ეყრდნობა 2011 წლის, ხოლო მართვის მოწმობათა ანალიზი კი - 2007-2011წწ. მონაცემებს.

კვლევის მიზანია არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების გამოვლენა/ანალიზი და სამომავლო განვითარების შესაძლო მიმართულებების პროგნოზირება.

მონაცემების მიხედვით, მართვის მოწმობის აღების მსურველთა ყველაზე დიდი აქტივობა სტაბილურად აგვისტო - სექტემბრის პერიოდში ფიქსირდება, ყველაზე პასიური მოთხოვნა კი იანვარსა და აპრილში ვლინდება.

მართვის მოწმობის აღების მსურველთა შორის სულ უფრო იზრდება ქალთა ხვედრითი წილი. მისმა აქტივობამ პიკს 2011 წელს მიაღწია და  2008 წელთან შედარებით + 28%-ი დაფიქსირდა.

რაც შეეხება საერთო შედეგებს, ყველაზე მეტი პირველადი მართვის მოწმობა გაიცა 2011 წელს. ამავე წელს  დაფიქსირდა ყველაზე კარგი შედეგი პირველადი მართვის მოწმობის წარმატებით აღებასთან დაკავშირებით (85.1%). ამ მხრივ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2009 წელსაა, როდესაც მსურველთა მხოლოდ 74%-მა შეძლო მართვის მოწმობის აღება.

ასაკობრივი თვალსაზრისით მამაკაცი მძღოლების უმრავლესობა 26 წლამდე ასაკში იღებს მართვის მოწმობას, მაშინ როცა ქალების თითქმის ნახევარი 21 - დან 30 წლამდე ასაკში ხდება მძღოლი.

ავტოსაგზაო შემთვევათა სტატისტიკის მიხედვით, პირველადი მართვის მოწმობის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში მძღოლების დაახლოებით მესამედი (36%) პირველი წლის განმავლობაში ხდება ავტოსაგზაო შემთვევის მონაწილე. სტაჟის ყოველი წლის მატებასთან ერთად ა/ს შემთხვევაში მოხვედრის ალბათობა 3%-ით კლებულობს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პრობაციის ეროვნული სააგენტოს კომისია საქმეების განხილვას განახლებული შემადგენლობით იწყებს1
გოგა ხაჩიძე: იმედია გარემოს დაცვის კომიტეტში პირველი ღონისძიება ცხვრის დაკვლა არ იქნება2
ხადური: ისეთ ინფორმაციებს ვიღებ, რომელზეც წარმოდგენა არ მქონდა3
ჯეიმს აპატურაი თბილისს ეწვევა4
ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად განიხილება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X