GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ყველაზე გავრცელებული სამართალდარღვევევები: სიჩქარის გადაჭარბება, ღვედის გამოუყენებლობა და სიმთვრალეა
16:49 12.04.2012
დღის სიახლეები

შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, ყველაზე გავრცელებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს: სიჩქარის გადაჭარბება, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა, ან მობილურით სარგებლობა და სიმთვრალე წარმოადგენს.

კვლევების მიხედვით, გამოვლენილ სამართალდარღვევათა პროცენტული თანაფარდობა გენდერული კუთხით  91% / 9%-ზე მამაკაცების "სასარგებლოდაა" .

დამრღვევთა შორის ასაკობრივი გრადაციით, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში "ლიდერობს“ 31-40 წლის პირთა სეგმენტი. ქალებთან მიმართებაში კი,  ალკოჰოლური სიმთვრალით გამოწვეულ სამართალდარღვევების კუთხით  50 წელს გადაცილებული ქალბატონები "ლიდერობენ".

მონაცემების მიხედვით, დღესდღეობით მამაკაცი მძღოლების თითქმის 70%-ს 10 წელი და მეტი სტაჟი გააჩნია, მაშინ როცა ქალი მძღოლების 1/3-ს მხოლოდ 5 წელი და უფრო ნაკლები  გამოცდილება. წარდგენილი განაცხადების რაოდენობებთან მიმართებაში - ყველაზე დიდი მოთხოვნაა მართვის მოწმობის გამოცვლაზე, რაც შეადგენს 55%-ს. ხოლო,  პირველადი მართვის მოწმობის წილი 25% -ია.

„მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებასთან დაკავშირებით ლიდერობენ მამაკაცი მძღოლები. გამოცდის პრაქტიკულ ნაწილს მათი უმრავლესობა 1-2 ცდიდან აბარებს, მათ შორის პირველი ცდიდან 32%. მაშინ, როცა ქალების  45%-ს, ანუ თითქმის ნახევარს,  4 და მეტი ცდა სჭირდება წარმატებისთვის. ქალების  მხოლოდ 18% აბარებს პრაქტიკულ გამოცდას პირველივე ცდიდან.  აქვე აღსანიშნავია ისეთი შემთხვევებიც, როცა წარმატებისთვის 30-31 ცდაც კი გახდა საჭირო. რაც შეეხება თეორიულ გამოცდას, მამაკაცების, ისევე როგორც ქალების უმრავლესობა პირველივე ცდიდან აბარებს. ქალები ოდნავ უკეთესი მაჩვენებლით გამოირჩევიან (67%), ვიდრე მამაკაცები (60%)“,- ნათქვამია კვლევებში.

რაც შეეხება პირველადი მართვის მოწმობების გაცემის განაწილებას  რეგიონების მიხედვით, მთელი რაოდენობის 1/3 მოდის თბილისის მოსახლეობაზე, მეორე ადგილზეა იმერეთის რეგიონი 16%-ით. ყველაზე ნაკლები აქტივობით რაჭა-ლეჩხუმის მაცხოვრებლები გამოირჩევიან, მათი წილი მხოლოდ 0.6%-ს შეადგენს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რაოდენობის მხრივ, როგორც აბსოლუტური, ასევე ხვედრითი წილის მიხედვით "ლიდერობს" თბილისი/მცხეთა-მთიანეთის რეგიონი. ამ მხრივ ყველაზე უკეთესი მდგომარეობაა კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნიკა გილაური და დიმიტრი შაშკინი სკოლის დირექტორებს შეხვდნენ1
სახალხო დამცველისა და საიას ერთობლივი პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა2
დღეს „ქუთაისობაა“3
მარტვილში ნიღბიანებმა ერთი და მოკლეს მეორე აწამეს4
საქალაქო სასამართლოში ახმედ ჩატაევის სასამართლო პროცესი გადაიდო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X