GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
19 წლის წინ, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული შვილის ცხედარი აფხაზებმა დედას დაუბრუნეს
14:31 24.09.2012
დღის სიახლეები

აფხაზეთიდან დევნილ ნაირა კალანდიას, 1992-93 წლებში, აფხაზეთის კონფლიქტისას განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული შვილის ცხედარი ენგურის ხიდზე დღეს გადასცეს.

19 წლის მანძილზე აფხაზეთში მოკლული ნუკრი გერგედავას ცხედარი სოხუმში განისვენებდა.

ცხედრის გადმოსვენება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი კარბელაშვილის თაოსნობით მოხერხდა.  

მისი თქმით, აფხაზეთის კონფლიქტის გაღრმავებისა და იგივე პრობლემების დაბრუნების რეალური საფრთხე დღესაც არსებობს.

ამასთან, კარბელაშვილმა მადლობა იმ აფხაზებსაც გადაუხადა, რომლებმაც ენგურის ხიდამდე ცხედრის გადმოსვენება მოახერხეს.

„ეს და სხვა უამრავი მაგალითი არსებობს, ჩვენი ძმობისა, იმ ვაჟკაც აფხაზებს მინდა მადლობა გადავუხადო, რომლებმაც ეს საქმე გააკეთეს“,- განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა.

მისი თქმით, აფხაზი ხალხის მიერ ქართველების დახმარების უამრავი ფაქტი არსებობს.

„თქვენ გახსოვთ, რომ ჩემმა გუნდმა მიშას დავალებით, აფხაზეთიდან მეზღვაურები გადმოვიყვანეთ. კიდევ ბევრ ფაქტზე არ ვსაუბრობთ. ეს არის ჩვენი ძმობა, ჩვენი დიდი ოჯახი. ჩვენ ვართ დიდი საქართველო, -  ძლიერი. ოღონდ თავი დაგვანებონ მეხუთე კოლონის წარმომადგენლებმა“.- აღნიშნა კარბელაშვილმა.

ენგურის ხიდთან კომენტარი ნუკრი გერგედავას დამაც გააკეთა, მან ხელისუფლებას ძმის გადმოსვენებაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

აფხაზეთში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული ნუკრი გერგედავას ცხედარი ზუგდიდში გადაასვენეს.

ცნობისთვის, აფხაზეთის კონფლიქტისას ნაირა კალანდიას შვილი თვალწინ მოუკლეს, შემდეგ მისი თვალი დედამისს გადააყლაპეს. აფხაზებმა შვილმკვდარი დედაც აწამეს. მოკვეთეს მკერდი და ჭრილობაზე მარილს აყრიდნენ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თეა თუთბერიძეს შვილის მოკვლით ემუქრებიან1
ლევან გაჩეჩილაძის ვაჟს ბრალი წაუყენეს2
სატურნი რეკორდულ ტემპერატურამდე გავარვარდა (VIDEO)3
ნანუკა ჟორჟოლიანი პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ტოვებს4
შსს ახალაიასა და დალაქიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X