ამ წუთებში სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთა, სადაც
სტუდენტების აქცია მიმდინარეობს, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა.
სტუდენტთა ნაწილის პროტესტი „ლაბორატორია 1918“-ის წარმომადგენლების ქმედებებმა
გამოიწვია, რომლებმაც სხეული განზრახ დაიზიანეს.
ნაწილი სტუდენტების ამ ძალადობრივ ფაქტს გაემიჯნა. როგორც სტუდენტები
აღნიშნავენ, ისინი გმობენ ყოველგვარ ძალადობას და სხეულის დაზიანებებს. მათი
მიზანია მხოლოდ მშვიდობიანი აქციის ფორმით გააპროტესტონ პატიმრებზე
განხორციელებული ზეწოლის ფაქტები.
Internet.ge