სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ შეკრებილმა სტუდენტებმა ამ წუთებში, მსვლელობა თავდაცვის სამინისტროსკენ დაიწყეს. სტუდენტები დიმიტრი შაშკინის
გადადგომას ითხოვენ.
როგორც უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამომსვლელებმა აღნიშნეს,
სტუდენტები თავდაცვის სამინისტროს შემდეგ იუსტიციის სამინისტრის მიმართულებით
გაემართებიან, სადაც მიმდინარე მოვლენებს გააპროტესტებენ.
მათი მთავარი მოთხოვნა კი დიმიტრი შაშკინისა და დათა ახალაიას
გადადგომაა.
Internet.ge