დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა, იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულთან, ლაშა მაქაცარიასთან ერთად ზესტაფონში სპორტის სასახლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
რეგიონული
განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს ინფორმაციით, ახალი, ევროსტანდარტების
შესაბამისი,
სპორტის სასახლე სამინისტროს კოორდინირებით შენდება.
პროექტი,
რომელზეც
100-მდე ადამიანია დასაქმებული, ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ზესტაფონის სპორტის სასახლის დარბაზი 500 მაყურებელზე იქნება გათვლილი და კალათბურთის, ფეხბურთის და ფრენბურთის გარდა შეჯიბრებებს კრივსა და ჭიდაობაშიც უმასპინძლებს.
Internet.ge