სტიქიით დაზარალებულებს 10 ოქტომბრამდე სახლების საკუთარი ხარჯებით აღდგენას სთხოვენ
კრიმსკში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დაავალდებულეს,
საკუთარი სახსრებით აღადგინონ სახლები და ამასთან, ჩაეტიონ ვადაში, რომელიც 10
ოქტომბრამდე განისაზღვრა.
რაიონულმა ადმინისტრაციამ განმარტა, რომ ყოველმა მოსახლემ
საცხოვრებელი შესაბამის მდგომარეობაში უნდა მოიყვანოს და თანაც, ისე, რომ დაიცვას
მეზობლების ინტერესები.
მოსახლეობა აცხადებს, რომ წყალდიდობით დაზიანებულ სახლებში კედლები
ჯერაც არ გამშრალა, ამიტომაც ხელისუფლების მხრიდან მსგავის ვალდებულების დაკისრება
მიუღებელია.
ამასთან, ზოგიერთები აცხადებენ, რომ კომპენსაცია არ მიუღიათ, მაშინ,
როცა ბევრმა ოჯახმა ის განსაზღვრულზე მეტი რაოდენობით მიიღო და ახლა ამ ფულს
დროსტარებაში ხარჯავენ.
კრიმსკი წყალდიდობის შედეგად ივლისის თვეში დაიტბორა. სტიქიის შედეგად
დაიღუპა რამდენიმე ასეული ადამიანი, დაინგრა და საცხოვრებლად უვარგისი გახდა
სახლები.
Internet.ge