სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი
გიორგი ტუღუში ყველა მედიასაშუალებას მოუწოდებს, პატიმართა წამების ამსახველი
ვიდეომასალის ჩვენება შეწყვიტონ.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ტუღუშმა აღნიშნა, ვიდეოჩანაწერის
ეთერში გასვლის შემდეგ ორმა პატიმარმა,
რომლებიც კადრში ჩანან, თვითმკვლელობა სცადა.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნული კადრების ეთერში გასვლა ვითარებას
ართულებს და მძიმედ მოქმედებს, როგორც პატიმართა, ასევე მათი ოჯახის წევრთა
მდგომარეობაზე.
Internet.ge