GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ეკა ზღულაძემ პოლიციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა
17:25 25.09.2012
დღის სიახლეები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხარეო სამმართველოები, რეგიონული და რაიონული დანაყოფები შსს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ზღულაძემ და მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილმა მოინახულეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი დღის განმავლობაში შსს ხელმძღვანელობა თითქმის ყველა დანაყოფში იმყოფებოდა. ეკატერინე ზღულაძემ პოლიციელებთან შეხვედრები მინისტრის რანგში გამართა. მან 8 წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებებისთვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა, უახლოესი სამოქმედო გეგმები და პრიორიტებები გააცნო. „მინდა ჩემი მადლიერება შეძლებისდაგვარად პირადად მივიტანო ყველა რიგით თანამშრომლამდე. გმადლობთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ყველამ ერთად შევძელით და ავაშენეთ თვისობრივად ახალი ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც მოსახლოების დიდი ნდობით სარგებლობს. მინდა ღია და ცნობილი იყოს საზოგადოებისთვის ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რაზეც აქ კაბინეტებში ვთათბირობთ, რითაც ვამაყობთ და რის გაუმჯობესებას და გაკეთებასაც ვგეგმავთ ჩვენ.

რამდენიმე დღეში ჩვენს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მაქსიმალურად მშვიდი გარემო სადაც ყველა ჩვენ თანამოქალაქეს თავისუფლად შეეძლება თავისი არჩევანის დაფიქსირება." - განაცხადა ეკატერინე ზღულაძემ.  შსს სამინისტროს ხელმძღვანელობის რეგიონებში ვიზიტებსა და  თანამშრომლებთან შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
პარლამენტში მინისტრების პოსტიდან გადაყენების საკითხი ჩავარდა2
თაქთაქიშვილი: ვისგან გაიგეთ, რომ არჩევნების გზა ვინმესვთის პარტიაში მიუღებელია?3
ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გახდა4
აფხაზეთში რუსეთის ბაზა 500 ტანკისტითა და არტილერისტით გაძლიერდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X