სიკვდილმისჯილი ტკივილის შემსუბუქების მიზნით სიმსუქნის გამო განაჩენის გადადებას ითხოვს
ამერიკელი რონალდ პოსტი, რომელსაც სიკვდილით დასჯა
30 წლის წინ მიუსაჯეს, განაჩენის აღსრულების ვადის გადადებას ითხოვს. ის შიშობს,
რომ სიმსუქნის გამო ვენაში პენტობარბიტალის ინექციის შეშვება პრობლემა გახდება,
რის გამოც, მისი სიკვდილი ნელი და მტანჯველი იქნება.
სიკვდილმისჯილის ადვოკატები ადასტურებენ, რომ
პოსტისთვის ვენაში ნემსის გაკეთებისას ექიმებმა ერთხელ უკვე ბევრი იწვალეს.
პოსტი წონის დაგდებას ვერ ახერხებს, რადგან მუხლები
და ხერხემალი სტკივა, რის გამოც ფიზიკურ ვარჯიშებს ვერ აკეთებს. მან კუჭის
დაპატარავების ოპერაციის გაკეთებაც კი ითხოვა, მაგრამ უარი უთხრეს.
რონალდ პოსტი 30 წლის წინ ჩადენილი მკვლელობის გამო
უნდა დაისაჯოს. მან სასტუმროს თანამშრომელი მოკლა. განაჩენი 2013 წლის 16 იანვარს
უნდა აღსრულდეს.
ვადის გადადების თხოვნაზე, რომელიც უკვე გადაეცა
შესაბამის ორგანოებს, ოჰაიოს შტატის ციხის ხელმძღვანელობას ჯერჯერობით არანაირი
პასუხი არ გაუცია.
მიმდინარე წლის მარტში აშშ-ში სიკვდილით უნდა
დაესაჯათ ედვარდ ელმორი, რომელსაც განაჩენი ასევე 30 წლის წინ გამოუტანეს, თუმცა
მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ, ელმორი, სიკვდილს, თმის ექსპერტიზამ გადაარჩინა
და თავისუფლებაც მოუტანა.
Internet.ge