GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კომუნიკაციების ეროვნული კომისია „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის" პეტიციას გამოეხმაურა
19:10 12.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედიაგაერთიანება "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის" პეტიციას გამოეხმაურა.

როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მედიგაერთიანების განცხადებით საზოგადოებისთვის ცალმხრივი და არასრული ინფორმაციაა მიწოდებული, რითაც მედიის სფეროს ხელოვნური პოლიტიზება ხდება.

მათივე განმარტებით, კომისიამ შიდა ქართლში მონიტორინგი შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ჩაატარა.

„ტელეკომპანია „თრიალეთი“ კომისიას ატყობინებდა, რომ ხაშურში მოქმედი ტელეკომპანია „დია“ გარკვეულ რადიოსიხშირულ სპექტრს კანონდარღვევით იყენებდა. მონიტორინგის შედეგად კანონდარღვევა შპს „დიას“ არ დაუფიქსირდა, თუმცა ამავე მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა, რომ საკაბელო ოპერატორი (და არა მაუწყებელი) შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ 11.864-12.064 მჰც რადიოსიხშირულ სპექტრს შესაბამისი ლიცენზიის გარეშე იყენებდა. ეს დარღვევა დადასტურებულია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმებითა და შემოწმების შედეგად შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით. აქედან გამომდინარე, კომისიამ შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოიყენა ჯარიმა - 5 000 ლარის ოდენობით. ამავე დროს, კომპანიას დაუყოვნებლივ აეკრძალა შესაბამისი უფლების გარეშე  რადიოსიხშირული სპექტრით  სარგებლობა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული კომისიის განმარტებით, შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ორ სხვადასხვა სახის ბიზნეს საქმიანობას ეწევა, კომპანია ახორციელებს ტელემაუწყებლობას და ასევე, მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას ერთიდაიგივე იურიდიული პირის პირობებში. ამ შემთხვევაში კომისიამ შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთი“ დააჯარიმა, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტორი კომპანია და არა როგორც მაუწყებელი.

„ეს უკვე მერამდენე მცდელობაა „თრიალეთის“ მხრიდან საკითხის პოლიტიზირებით საკუთარი დარღვევების გადაფარვის. კომისია ყოველთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს. კანონის წინაშე კი ყველა პირი თანაბარია.

რაც შეეხება ტელეკომპანია „მე–9 არხს“ (შპს „იგრიკა“), აბსოლუტურად უსაფუძვლოა პრეტენზია ტელეკომპანიაზე ზეწოლის შესახებ. შეგახსენებთ, რომ სწორედ კომისიის გადაწყვეტილებით მიიღო ტელეკომპანია „მე–9 არხმა“ („იგრიკამ“) ჯერ საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია, მოგვიანებით კი თანამგზავრული მაუწყებლობის უფლებაც. ასევე, მარტის თვეში კომპანია აუქციონში გამარჯვებულად გამოვლინდა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელიც გახდა.

ასევე, უსაფუძვლოა ბრალდება, თითქოს კომისია ზეწოლას ახორციელებს საკაბელო ოპერატორებზე, რომ მათ არ გაავრცელონ საკუთარ ქსელში აღნიშნული არხი. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მსგავს კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში არასდროს ერევა, რადგან ის მის რეგულირების სფეროში არ შედის“,- აცხადებენ კომისაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პროკურატურაში ბიზნესმენებისთვის ქონების დაბრუნების მოთხოვნით განაცხადებების მიღება დაიწყო1
არჩილ ხაბაძემ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაასახელა2
ურაგანის მოლოდინში აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა3
მეცნიერების დასკვნით, გაზიანი სასმელების მიღება ქალებში ინსულტს იწვევს4
მიქსუ პაატელეინენი: “კარგად გვესმის საქართველო რაოდენ კარგი გუნდია”5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X