GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ლალი მოროშკინას ცილისწამებაში ადანაშაულებს
11:33 26.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW) ჟურნალისტ ლალი მოროშკინას მიერ ორი დღის, წინ გაზეთ „კვირის ქრონიკისათვის“ მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება და მას ცილისწამებაში ადანაშაულებს. აღნიშნულ ინტერვიუში ქ-ნი მოროშკინა არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან მომუშავე სოციალურ მუშაკებს ძალადობრივ ქმედებებში სდებს ბრალს. „ინტერნეტ.ჯი“ GASW-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ასოციაცია გამოხატავს აღშფოთებას ინტერვიუში ქ-ნ მოროშკინას მიერ სოციალური მუშაკების - ქ-ნ ნინო დანელიას, ქ-ნ ნინო ქობალიასა და ქ-ნ მაია მამფორიას - ძალადობრივ ქმედებებში დაუსაბუთებლად დადანაშაულების გამო.

დასახელებული სოციალური მუშაკები არიან ასოციაციის წევრები, ამასთანავე, ასოციაციის წევრი სოციალური მუშაობის აკადემიური პედაგოგების ყოფილი სტუდენტები.

ასოციაციასთან თანამშრომლობისას, პენიტენციალურ სისტემაში არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან მუშაობის დროს და აკადემიურ სივრცეში ისინი გამოირჩეოდნენ სოციალური მუშაობის პროფესიული ღირებულებებისადმი თავდადებით, დაუცველი ადამიანების თანადგომით, ჰუმანური მიდგომების დანერგვით, რეფორმატული სულისკვეთებით, გულისხმიერებითა და კრიტიკული აზროვნებით.

საგულისხმოა, რომ 2011 წლის სახალხო დამცველის ანგარიშში # 11 არასრულწლოვანთა სპეციალიზებული დაწესებულების სოციალური სამსახური (სადაც ეს პირები მუშაობდნენ) დადებითადაა შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანთა სამართლის სფეროში რეფორმა ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით. აღნიშნული პროფესიის წარმომადგენლების რეფორმაში ჩართულობა ამ საერთო ინიციატივის შედეგია და სისტემის ჰუმანიზაციის საწინდარია. ქ-ნი მოროშკინას მიერ დასახელებული სოციალური მუშაკების პროფესიული ღირებულებებისა და ქცევის შესახებ კი ამ ორგანიზაციებისგან მხოლოდ დადებითი შეფასება თუ მოგვისმენია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასოციაცია თვლის, რომ დასახელებული სოციალური მუშაკების მოძალადეებად მოხსენიება ცილისწამებაა. ხსენებული გაზეთს, ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვის შემთხვევაში, არ უნდა დაეშვა მოქალაქეთა მიმართ ბრალდებები სამხილის დასახელების გარეშე. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფციის ნორმისადმი პატივისცემასაც უნდა შეეზღუდა ქალბატონი მოროშკინა თავის გამონათქვამებში.

ასოციაციას მიაჩნია, რომ რესპონდენტსა და გაზეთის რედაქციას მართებთ სიტუაციაში გარკვევა და დასახელებული პირების შესახებ სტატიაში გაკეთებული უსამართლო განცხადებების უარყოფა.“

 internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 67-ე სესიაზე სიტყვით გამოვა1
ეროვნული თავდაცვის აკადემიას კესტუტის იანკაუსკასი ესტუმრა2
ბაჩო ახალაია პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება3
გივი თარგამაძე: პუტინის ტელევიზიების “რაღაც მონაჩმახზე” კომენტარს არ გავაკეთებ4
ახალგაზრდა მამაკაცის თავი გარეგნულად ტვინს ემსგავსება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X