პოლონეთის პრეზიდენტის,
სმოლენსკის ავიაკატასტროფაში დაღუპული ლეხ კაჩინსკის ძმა იაროსლავ კაჩინსკი
აცხადებს, რომ ძმის საფლავის გახსნის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან
დარწმუნებულია, რომ კუბოში სწორედ მისი ძმის ცხედარი ასვენია.
აღნიშნული კომენტარი მას
შემდეგ გაკეთდა, რაც პოლონეთის სამხედრო პროკურატურამ აღიარა, რომ რუსეთიდან
ვარშავაში გაგზავნილ კუბოებში რამდენიმე ცხედარი არეული იყო და დოკუმენტაციაში
დაფიქსირებულ მონაცემებს არ შეესაბამებოდა.
გამომძიებლები კიდევ 4
ცხედრის ექსგუმაციას აპირებს.
იაროსლავ კაჩინსკიმ კი,
რომელიც ოპოზიციური პარტიის ლიდერია, ცხედრების არევის გამო პაუსხისმგებლობა არა მარტო რუსულ, არამედ პოლონური მხარესაც
დააკისრა, რომელმაც დაღუპულთა იდენტიფიკაცია თავის დროზე არ მოითხოვა.
პოლონეთის სამხედრო პროკურატურამ აღიარა, რომ ბრმად ენდო რუსეთიდან გამოგზავნილ
მასალებს.
internet.ge