გოგა ხაინდრავა კანონიერ ქურდებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს
21:15 26.09.2012
|
დღის სიახლეები
|
გოგა ხაინდრავა ირწმუნება, რომ ე.წ კანონიერ ქურდ რევაზ ლორთქიფანიძესთან მხოლოდ მეგობრობა აკავშირებს და ის საფრანგეთში დესტაბილიზაციის დაგეგმვის მიზნით არ იმყოფებოდა. აღნიშნულის შესახებ ხაინდრავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რეზო ხვადასხვა სასჯელაღსრულების სისტემაში წლების მანძილზე იმყოფებოდა. გამომდინარე აქიდან, 8 წლის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთი არ გვინახავს. იმიტომ, რომ 2004 წლის იანვარში ის დააპატიმრეს და 2011 წლის 20 სექტემბერს საზღვარგარეთ წაიყვანეს. მისი საზღვარგარეთ ექსტრადირების შემდეგ მე მომიწია საფრანგეთში ჩასვლა, სადაც კავსასიური ომების შესახებ კონფერენცია იმართებოდა. ამ ხნის მანძილზე მე აქტიური კონტაქტი მქონდა რეზოს ახლობლებთან, მათ მთხოვეს, რომ ლორთქიფანიძე მომენახულებინა, რომელიც იმ დროს საავადმყოფოში იმყოფებოდა. ბუნებრივია, მე მოვინახულე რეზო, სამი საათის განმავლობაშე ვესაუბრე მას. შაბათ დღეს კი, რეზომ მთხოვა, სახლში წავსულიყავით, მანამდე ვივახშმეთ რესტორანში და შემდეგ მის სახლში დავრჩი კიდეც“,– აღნიშნავს ხაინდრავა.
რაც შეეხება ფრანგული ჟანდარმერიის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ხაინდრავა ლორთქიფანიძის სახლში რამდენიმე ქართველ ქურდს შეხვდა, რეჟისორი კატეგორიულად უარყოფს მსგავს ფაქტს და გუშინ გავრცელებულ მასალებს ფალსიფიკაციას უწოდებს.
„ეს კადრები 2011 წლის ნოემბერშია გადაღებული, მაშინ საქართველოში საარჩევნო პროცესები არ მიმდინარეობდა. მით უფრო, მე პოლიტიკაში არ ვიმყოფებოდი, მაშინ საპარლამენტო მანდატი დახეული მქონდა“,– დასძინა ხაინდრავამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ფრანგული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული ვიდეომასალა და დოკუმენტაცია გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ გოგა ხაინდრავას კავშირი აქვს ე.წ კანონიერ ქურდ რევაზ ლორთქიფანიძესთან.
ფრანგული ჟანდარმერიის ინფორმაციით, ხაინდრავა ქურდებს დახმარების სანაცვლოდ საქართველოში ავტორიტეტის აღდგენას ჰპირდებოდა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|