დღეს
დილით დაწყებული არეულობები ათენში 120 ადამიანის დაკავებით დასრულდა, რომლებიც
პოლიციელებს თავს დაესხნენ.
სამართალდამცავებმა
ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს დემონსტრანტთა დასაშლელად, რომლებიც მკაცრი
ეკონომიკისა და საბიუჯეტო შემცირებების წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამდენენ.
პარლამენტის
შენობასთან შეკრებილმა მანიფესტანტებმა პოლიციელებს ქვები და ცეცხლმოკიდებული
ბოთლები დაუშინეს.
გაფიცვა
საბერძნეთში ორი უმსხვილესი პროფკავშირის მიერაა ორგანიზებული. მსვლელობაში,
რომელიც დღეს ჩატარდა, სხვადასხვა მონაცემებით, 50-დან 100 ათასამდე ადამიანი
მონაწილეობდა.
მსოფლიო
სავალუტო ფონდთან და ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად,
საბერძნეთმა საბიუჯეტო ხარჯები 2015 წლამდე 11 მილიარდი ევროთი უნდა შეამციროს,
რათა მორიგი 31-მილიარდიანი კრედიტი მიიღოს. თუ ეს არ გაკეთდება, ქვეყანას დეფოლტი
მოელის.
Internet.ge