მძიმე
ალერგიული რეაქცია Procter & Gamble-ის თმის
საღებავმა გამოიწვია. 16 წლის გოგონას თმის შეღებვის შემდეგ სახე საშინლად დაუსივდა. ჯერ ქავილი დაეწყო, შემდეგ წვის შეგრძნება, ბოლოს კი სახე შეუშუპდა.
კიდევ უფრო გაართულა მდგომარეობა თავის დაბანამ -
ყველა ზემოთაღნიშნული სიმპტომი გამწვავდა, რამდენიმე საათში კი თავის არეში ტკივილებიც დაეწყო და ვეღარც
თვალების გახელას ახერხებდა.
ექიმებმა ალერგიის ჩაცხრობა მხოლოდ ერთ კვირაში
შეძლეს. მათი დიაგნოზით, ეს მწვავე ალერგია იყო, რომლისგანაც არავინაა დაზღვეული,
თუმცა არც იმის თქმა შეიძლება, რომ თმის საღებავი უხარისხო გამოდგა.
Internet.ge