დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დალი ხომერიკი
რუსთავში, ყოფილი "მეტალურგიულის“ შენობაში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ გრეტა
მიქიას ესტუმრა და დაღუპული ვაჟის, სერჟანტ ირაკლი კორძაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი
მემორიალური დაფა გახსნა.
დალი ხომერიკი ქალაქ რუსთავში მცხოვრებ დევნილებს
მინისტრობის პირველივე დღეებში შეხვდა. ყოფილი "მეტალურგიულის“ შენობაში
მაცხოვრებელთა ერთ-ერთი კოლექტიური თხოვნა იყო, რომ ამავე კორპუსში მცხოვრები
აფხაზეთიდან დევნილი გრეტა მიქიას შვილის ხსოვნის პატივსაცემად მემორიალური დაფა
გაეკეთებინათ.
სერჟანტი ირაკლი კორძაია, 2008 წელს ერაყში,
დაიალას პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზა "ქლეარის" მახლობლად
ერთ-ერთი გამშვები პუნქტის დაბომბვისას დაიღუპა. ირაკლი კორძაია ვახტანგ გორგასლის
პირველი ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული. მემორიალური დაფა განთავსებულია ქ.
რუსთავში, ყოფილი "მეტალურგიულის“ მესამე კორპუსის შენობაზე.
internet.ge