სამართალდამცავი
ორგანოების წარმომადგენლები არ არღვევენ კანონს, როცა მასობრივი აქციების დროს,
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ძალას იყენებენ.
ასეთი
გადაწყვეტილება გამოიტანა რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ, რომელიც აცხადებს, რომ
სამართალდამცველებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ეძლევათ უფლება,
კანონის დაცვის მიზნით „ტრავმა მიაყენონ ან ზიანის მიყენებთ დაემუქრონ“ ობიექტს.
სამართალდამცველი
მხოლოდ იმ შემთხვევაში დაისჯება, თუკი მის მიერ ზალის გამოყენებას მოქალაქის
დასახიჩრება ან სიკვდილი მოჰყვება. თუმცა
ამ შემთხვევაშიც, მათ „აუცილებელი თავდაცვის“ მუხლით გაასამართლებენ.
აღნიშნული
საკითხი, რუსეთში, პრობლემური, მასობრივი აქციების შემდეგ გახდა. სულ ცოტა ხნის
წინ კი ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ქალბატონმა პოლიციელს სწორედ
მისი სასტიკად ცემის გამო უჩივლა. ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეო ინტერნეტშიც
გავრცელდა.
Internet.ge