სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ პირთა უფლებების
შესახებ საინფორმაციო ბანერი ყველა სამედიდიცინო დაწესებულებაში განთავსდება. ამის შესახებ განცხადება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, მცხეთაში, სამედიცინო ცენტრში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ბანერზე მოცემული იქნება ინფორმაცია სამედიცინო მომსახურებების შესახებ, რომელიც სახელმწიფო დაზღვევის მქონე პირებს სადაზღვევო პოლისის ფარგლებში უფინანსდებათ.
2012 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო დაზღვევით ისარგებლებს ყველა პენსიონერი და 0-დან 5 წლის ჩათვლით ბავშვი, ხოლო წლის ბოლოს, საქართველოს თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე დაზღვეული იქნება. ამ ფონზე სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს დაზღვეულ მოქალაქეთა უფლებების დაცვასა და მათთვის ხარისხიანი სადაზღვევო მომსახურების გაწევის უზრუნველყოფას.
„სახელმწიფოს
მიერ დაზღვეული მოქალაქე სრულად უნდა იყოს ინფორმირებული თავისი უფლებების შესახებ. მიუღებელია, დაზღვეულმა ვერ, ან არასრულყოფილად ისარგებლოს სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებით. ინფორმირებული მოქალაქე უკეთესად დაიცავს საკუთარ უფლებებს, ან მიმართავს სახელმწიფოს ამ უფლებების დასაცავად" - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
პრეზენტაციის
შემდეგ მინისტრმა მცხეთის სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა და ექიმებს გაესაუბრა. სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის"
მიერ აშენებული კლინიკა 25-საწოლიანია და იქ 175 მაღალკვალიფიციური
სპეციალისტია
დასაქმებული.
ახალ
სამედიცინო
ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა ამბულატორიულ, სტაციონარულ, თერაპიულ და სხვა სახის მომსახურებებს იღებს. სადაზღვევო კომპანიამ კლინიკის მშენებლობაში 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
internet.ge