ტაძრებში
გარდამოხსნის რიტუალი მიმდინარეობს, ყოვლადწმიდა სამების ტაძარში რიტუალს პატრიარქი
ილია მეორე აღავლენს.
ტაძრის შუაგულში დადგმულია სადგამი, რომელიც უფლის
საფლავს ასახიერებს და რომელზეც გარდამოხსნას დააბრძანებენ.
მსახურების დროს, შესრულდება ღვთისმშობლის დატირება. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული 3 დღის განმავლობაში იქნება დაბრძანებული,
რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი საფლავში, აღდგომამდე სწორედ 3 დღე იყო.
მართლმადიდებლური
სამყარო დღეს, დიდ პარასკევს აღნიშნავს. წითელი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში
ყველაზე მძიმე დღეა.
internet.ge