საქართველოს
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წნორში, მჭედლიშვილების ოჯახს სტუმრობდა, სადაც რთველის მიმდინარეობით დაინტერესდა.
მასპინძლებმა ყურძნის ჩაბარების ფასზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს რომ წელს ყველაზე სარფიანი მოსავალი ჰქონდათ.
პრეზიდენტმა სტუმრობისას, იმ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს. ერთ-ერთი პროექტი წნორისა და სიღნაღის დამაკავშირებელი ახალი საბაგირო გზის მშნებლობას უკავშირდება.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, სახელმწიფო წყლის მაგისტრალური სისტემისა და შიდა გზების პრობლემას მოაგვარებს.
Internet.ge