GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"მაესტრო" საკაბელო კომპანიებს ე.წ. Must Carry-ის გაგრძელების თხოვნით მიმართავს
18:00 30.09.2012
დღის სიახლეები

ტელეკომპანია "მაესტრო" საკაბელო კომპანიებს ე.წ. Must Carry-ის პრინციპის გაგრძელების თხოვნით მიმართავს. მიმართვის ტექსტს „ინტერნეტ.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ, ტელეკომპანია „მაესტროს“ წარმომადგენლები მოგმართავთ თხოვნით, თქვენი საკაბელო ქსელის საშუალებით Must Carry- ის პრინციპის ამოწურვის შემდეგაც გააგრძელოთ „მაესტროს“ გავრცელება.

მოგიწოდებთ მიუკერძოებელი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ, ბიზნეს სვლისკენ და არაპოლიტიკური ნაბიჯის გადადგმისკენ.

პატიოსანი სამოქალაქო პოზიციის დაცვისა და არაუკანონო გადაწყვეტილების შეგუებისკენ.

შეგახსენებთ, თქვენ გადაწყვეტილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ის უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდდამხოლოდ მოქალაქეთა ინტერესების დაცვისა და არა მათი შეზღუდვის პრინციპიდან. ნუ დაუხშობთ საკუთარ აბონენტებს ინფორმაციის მიღების წყაროს, ნუ შეუწყობთ ხელს ქვეყანაში ანტიდემოკრატიული პროცესის დანერგვას.

ვიმედოვნებთ, რომ ქართული საკაბელო კომპანიების მფლობელები საზოგადოებას საკუთარი პატიოსნების, პროფესიონალიზმის მიუკერძოებლობისა და კეთილგონიერების სანიმუშო მაგალითს მისცემთ და დადასტურებთ, რომ გსურთ ცხოვრება და მუშაობა, სადაც თავისუფალ სიტყვას არ ახშობენ“,- აღნიშნულია ტელეკომპანიის განცხადებაში.

როგორც ცნობილია Must Carry-ის მუშაობის ვადა დღეს 24:00 საათზე იწურება.

Must Carry წინასაარჩევნოდ ამოქმედდა. პაკეტი  რამდენიმე ტელეკომპანიას შეეხო, მათ შორის "მაესტროს", "მე-9 არხს", "კავკასიას", "ობიექტივს", "თრიალეთს" და "ტელეარხ 25"-ს.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმ მსჯავრდებულებს შეხვდნენ, რომლებსაც პირი აქვთ ამოკერილი1
მარიონეტულმა რეჟიმმა ენგურის ხიდი კვლავ ჩაკეტა2
დავით ზურაბიშვილი: სკოლებში მანდატურის სამსახური არ გაუქმდება3
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 30 ოქტომბრისთვის4
სოციალურად დაუცველი მოქალაქეები შემოსავლების სამსახურის შენობაში შეიჭრნენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X