სარა ტომსონი
ტვინში სისხლის ჩაქცევის შემდეგ კომაში იყო. მან მეხსიერება დაკარგა და როცა
10-დღიანი კომიდან გამოვიდა, განაცხადა, რომ ახლა 1998 წელია, თავად კი 19 წლისაა.
კომამ მისი
ცხოვრების წლები გაანადგურა და როცა თვალი გაახილა, აზრზე ვერ მოვიდა, ვინ იყვნენ
ადამიანები, რომლებიც გარს ეხვეოდნენ.
ქალმა ვერც
შვილები - 14 წლის მაიკლი და 5 და 4 წლის დანიელა და ემი იცნო, რომ არაღაფერი
ვთქვათ მეუღლეზე. ყველაზე მეტად კი ის გაუკვირდა, რატომ შესცქეროდნენ ეს უცხო
ადამიანები კომიდან გამოსულს ასე აღტაცებით.
როცა უთხრეს,
რომ ეს მისი ქმარ-შვილი იყო, შოკი არანაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ეს ამერიკულ ფილმში
- „ადამიანი ბორტს მიღმაა“.
მეხსიერება
ჯერჯერობით ვერ აღიდგინა, ამიტომ, იძულებული გახდა, თავიდან გაეცნო და
შეეყვარებინა ოჯახის წევრები.
ამასთან, თავს
19 წლის გოგონად გრძნობს და ზოგჯერ, ამ ასაკისათვის დამახასიათებელი „შეტევებიც“
აქვს - მაგალითად, ლურჯად იღებავს თმას და კაპრიზობს. თუმცა იმას გრძნობს, რომ
სხვა გზა არ აქვს და ქმარ-შვილიც ნელ-ნელა თავიდან უყვარდება.
Internet.ge