თბილისის ინფორმაციით, ქალაქში სკვერებისა და პარკების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინიციატივით, რუსთაველის გამზირზე მოსწავლე-ახლგაზრდობის სასახლის ბაღი, რომელიც დახურილი სივრცე იყო, აღდგა და ქალაქის ცენტრს, კიდევ ერთი, თანამედროვე, სრულყოფილი და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი შეემატა. მოსწავლე-ახლგაზრდობის სასახლის ბაღში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაისვენონ და კომფორტული გარემოთი ისიამოვნონ.
სკვერში მოწესრიგდა დენდროლოგია, გამოიცვლება ფურნიტურა, ტერიტორია სხვადასხვა სახეობის ნარგავებით გამწვანდა, დამონტაჟდა განათების ახალი სისტემა, აღდგა შადრევანი და რუსთაველის გამზირის მხრიდან გაკეთდა ცენტრალური შესასვლელი ჭიშკარი.
ისტორიულმა ბაღმა რეაბილიტაციის შემდეგ ახალ სიცოცხლე შეიძინა.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს მოსწავლე-ახლგაზრდობის სასახლის ბაღი დაათვალიერა და განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.
internet.ge