ექიმები 28 წლის ქალის
სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან, რომელიც ჩერკასსკის სამშობიარო სახლში 45 წუთის
განმავლობაში უყურადღებოდ დატოვეს, რის გამოც მან ბავშვიც დაკარგა, ორივე ფეხიც და
მომავალში შვილის ყოლის პერსპექტივაც აღარ აქვს. მას საშვილოსნო ამოაჭრეს.
რეანიმაციაში ქალს ოთხჯერ
გაუჩერდა გული. ახლა მის გადარჩენას მოსკოველი ექიმები ცდილობენ.
სისხლდენისა და უკვე
დაღუპული ბავშვის გაჩენის შემდეგ პაციენტს ფეხის თითების დალურჯება დაეწყო,
აღმოჩნდა, რომ საშვილოსნოს ამოკვეთისას სხეულში ინფექცია მოხვდა. შედეგად, ორივე
ფეხის ამპუტაცია გარდაუვალი გახდა.
ამ
ყველაფრის მიუხედავად, სისხლის სამართლის საქმე ჯერაც არ არის აღძრული.
საგამოძიებო კომიტეტში ამბობენ, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ექპერტიზის დასკვა, ამ
დოკუმენტის გარეშე კი საქმის აღძვრას არ შეუძლიათ.
internet.ge