შრომის,
ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, წინასააღდგომოდ ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ ბავშვს - დავით რურუას ესტუმრა და დამდეგი დღესასწაული მიულოცა.
სამინისტროს ინფორმაციით, 11 წლის დავით რურუა საკუთარ ბიოლოგიურ ოჯახს 2011 წელს აგვისტოში დაუბრუნდა. ოჯახში დავითის ბებია 82 წლის პენსიონერი ეთერ რურუა და 19 წლის ძმა ბოჩია რურუა ცხოვრობენ. დავითი ბავშვთა სახლში მამის გარდაცვალების შემდეგ 2002 წელს მოხვდა.
2011 წელს, დონორების მიერ დაფინანსებული რეინტეგრაციის ფონდის მიერ გამოყოფილი სახსრებით, მოხდა ოჯახისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ოჯახისთვის შეძენილ იქნა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, დამონტაჟდა
გამათბობელი
და გარემონტდა სველი წერტილები.
2009-2011 წლებში პროგრამის ფარგლებში 954 ბავშვი ბიოლოგიურ ოჯახს
დაუბრუნდა.
Internet.ge