GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიორგი უდესიანი: თავისუფალი მედია ბინძურ დაკვეთებს არ უნდა ასრულებდეს
21:40 06.10.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სროლის ფედერაციის პრეზიდენტი, გიორგი უდესიანი, ტელეკომპანია ‘’მაესტროში" გაჟღერებულ დაუსაბუთებელ ბრალდებას ეხმაურება. გიორგი უდესიანის განცხადებას ‘’ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ:

‘’ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გარკვეული მედიასაშუალებების მიერ ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს დაუსაბუთებელი ბრალდებებითა და ცილისწამებებით აღსავსე პიარ-კამპანია, რასაც შეგნებულად არ ვეხმაურებოდი, რადგან მიმაჩნდა, რომ ისედაც დაძაბულ სიტუაციაში საფუძველს მოკლებული, დაკვეთილი სიუჟეტების წინააღმდეგ რეაგირება არ ღირდა.

მაგრამ უკანასკნელ დღეებში, ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ვითარების ფონზე ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების წინააღმდეგ გუშინდელმა, 5 ოქტომბერის ტელეკომპანია მაესტროს 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ცალმხრივად შეთხზულმა ბრალდებამ, რომელშიც ინკოგნიტოდ მყოფმა ადამიანმა მორიგი დაკვეთა შეასრულა. ჟურნალისტს კი არანაირი სურვილი და მცდელობა არ ქონია დამკავშირებოდა.

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ,  რომ ჩემი - გიორგი უდესიანის ინტერესებში არასოდეს ყოფილა და არც მომავალში იქნება საქართველოში დესტაბილიზაციის, ან რაიმე ტიპის ქაოსისა და არეულობის ინტერესი. მე ყოველთვის ვიდექი რიგით ჯარისკაცად იქ, სადაც ჩემს ქვეყანას სჭირდებოდა. ვამაყობ, რომ 1990-იანი წლებიდან, აფხაზეთის ომიდან მოყოლებული, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ვიცავდი. ამჟამად ვიმყოფები საზღვარგარეთ და უახლოეს მომავალში ყველა კითხვას თამამად გავცემ პასუხს.

მიმაჩნია, რომ თავისუფალი მედია ყოველთვის უნდა იდგეს ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე, არ უნდა არღვევდეს ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციას და არ უნდა ასრულებდეს კერძო ადამიანების ბინძურ დაკვეთებს.

იმედი მაქვს, რომ შეჩერდება ეს ყოველგვარ ზღვარს გადასული, ადამიანის ღირსების შემლახველი კამპანია და საჭირო არ გახდება მივმართო ადამიანის უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს."

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
არბელოა: “ბარსელონა”! შენი დიდების დღეები დასრულდა”1
პარლამენტი 2013 წლის ბიუჯეტის გადახედვას იწყებს2
ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში შევიდა3
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ყველა მოადგილემ განცხადება დაწერა4
მერვე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X