„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის სარჩელი სიღნაღის სასამართლომ არ დააკმაყოფილა
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის სარჩელი
სიღნაღის სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
გელა გელაშვილი საოლქო კომისიას ვაქირის მე-5 უბნის
შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებდა.
გელაშვილის თქმით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
სააპელაციო სასამართლოში გასჩივრდება. პარალელურად ამ საქმეს ცესკოც განიხილავს და
სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ჩატარდება თუ არა ვაქირის მე-5 უბანზე
ხელახალი არჩევნები.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გამარჯვება „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა მოიპოვა.
Internet.ge