7 წლის დევონ
კეროუ-სპერდუტი პროდუქტებსა და სუნზე ალერგიით არის დაავადებული. რაც იმას
ნიშნავს, რომ მან ცხოვრების დიდი ნაწილი იზოლაციაში უნდა გაატაროს.
ეს სასიკვდილო
ალერგიაა. ამიტომაც დევონის ნაცვლად სკოლაში რობოტი დადის, რაც საშუალებას იძლევა,
ბავშვი გაკვეთილებში ჩვეულებრივად იყოს ჩართული და უპასუხოს კიდეც მასწავლებლის
კითხვებს.
გასაოცარ
ტექნოლოგიას, რომელსაც VGO-robot ჰქვია და რომელიც
კლასში თავის მერხზე ზის, ინტერაქტიული ეკრანი აქვს, რომლის დახმარებითაც დევონი
კლასელებთან კონტაქტობს, რომლებიც პირადად არასოდეს უნახავს.
VGO-robot
თანაკლასელებთან ერთად ბორბლებით გადაადგილდება. ბიჭუნა კი სიგნალს თავის ოთახში იღებს.
დევონი
ახლა უმკაცრეს დიეტაზეა - ის მხოლოდ სიმინდს, კარტოფილსა და ვაშლს ჭამს. ოდნავ
განსხვავებულ სუნზეც კი შეიძლება მან სუნთქვა შეწყვიტოს.
Internet.ge