ინგა გრიგოლია ჟურნალისტიკაში ბრუნდება. როგორც ჟურნალისტმა
„ინტერნეტ.ჯი“-ს განუცხადა, აქვს შეთავაზებები, მათ შორის ტელეკომპანია „მზის“
დამფუძნებლის, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისგან.
„მე ვესაუბრე ვანო ჩხარტიშვილს. რა თქმა უნდა, დავბრუნდები
ჟურნალისტიკაში და გავაკეთებ პოლიტიკურ თოქ-შოუს. თუმცა მხოლოდ ტელევიზიის
მიმართულებით არ ვაპირებ მუშაობას. მსურს პრესის განვითარებაში ჩემი წვლილი
შევიტანო“--აცხადებს გრიგოლია.
ჟურნალისტი ამბობს, რომ ის თავს იკავებს ყველანაირი პოლიტიკური
განცხადებებისგან და ამ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღებაზე ფიქრობს.
„აღარ გავაკეთებ არანაირ პოლიტიკურ განცხადებას. ის ვინც ჩემი
კრიტიკით არის დაკავებული ვეტყვი, რომ თავიანთ საქმეს მიხედონ. ჯანმრთელობის
მდგომარეობას რაც შეეხება, მაქვს იმის რესურსი, რომ მობილიზებულად ვიმუშაო. მაქვს ძალიან დიდი
ენერგია და გამოცდილება ამის გასაკეთებლად. დღეს ქართულ ტელესივრცეში არის
პოლიტიკური თოქ-შოუს დეფიციტი და მე აუცილებლად გავაკეთებს ამას“-აცხადებს ჟურნალისტი.
internet.ge